LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო – საბერძნეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა სალაროებშიც დაიწყო

83

16 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში საბერძნეთს უმასპინძლებს.
შეხვედრა სპორტის სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება,მის პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან უკვე დაიწყო სპორტის სასახლის სალაროებშიც, სადაც გულშემატკივარს მათი შეძენა 11:00-დან 19:00 საათამდე შეეძლება.გარდა ამისა,გრძელდება ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზეც.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გულშემატკივარს სპორტის სასახლეში მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მისვლას სთხოვს.
მატჩის დღეს სპორტის სასახლეში გულშემატკივარს შესვლა 17:30 საათიდან შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები