LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო სამიტზე ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილებს ელოდება

70

“ჩვენი მოლოდინია, რომ ნატოს სამიტზე გაისმას ძალიან მკაფიო გზავნილები ალიანსში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციასთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს მოახლოებული სამიტისა და მასთან დაკავშირებული მოლოდინების თაობაზე განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი მოლოდინი, რომ გაისმას მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერასთან, ალიანსში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასევე, დამტკიცდეს კონკრეტული ინიციატივები, რომელიც დაკავშირებულია ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობასთან სხვადასხვა, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები