LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-სერბეთის მატჩის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო

42

2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, საქართველო – სერბეთი, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე www.tkt.ge/geovsrb შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

ბილეთის მხოლოდ ონლაინ რეჟიმში www.tkt.ge/geovsrb შეძენის შემთხვევაში გულშემატკივრებს საჩუქრად საქართველო-ლატვიის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთები გადაეცემათ. მატჩის ბილეთი გულშემატკივრებს 25 მარტს გაეგზავნებათ. შეხვედრა 28 მარტს, ასევე დინამო არენაზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველო-სერბეთის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა დინამო არენას სალაროებში, მოგვიანებით, 17 მარტიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის დაპირისპირება 24 მარტს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები