LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეთანხმება გაფორმდა

104

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მინისტრმა, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა რასიმ ლიაიჩმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ“.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სერბეთის შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების მაქსიმიზაციას და ა.შ.

”შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და სერბეთს შორის ჩამოყალიბდება ორმხრივი თანამშრომლობის კომისია ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე. აღნიშნული კომისიის შეკრებაზე განხილული იქნება საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პრიორიტეტული მიმართულებები”, – განმარტავენ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები