LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო სირიელ ბავშვებს 100 ათასი დოლარით დაეხმარება

105

საქართველო სირიას 100 ათასი დოლარით დაეხმარება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, პრემიერმა სირიელი ბავშვების დასახმარებლად მზაობა გამოთქვა.

„პრემიერმა გამოთქვა მზაობა დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები გაერო-სთან და ყველა გზები გამოვიკვლიეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. საბოლოო ჯამში შეთანხმდა, რომ ჩვენ გავუწევთ ფინანსურ დახმარებას 100 ათასი დოლარის ფარგლებში გაერო-ს სპეციალიზირებული ფონდის მეშვეობით. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დახმარებას განახორციელებს“, -განაცხადა ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები