LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო სხვა ამხანაგურს ითამაშებს: თბილისში ლიტვა ჩამოვა

75

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი დაგეგმა. წელს პირველი თამაში 24 მარტს, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ მოგვიწევს და კარგია, რომ ეს მატჩი თბილისში გაიმართება.

მორიგი ამხანაგური შეხვედრის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადაცემაში, “სპორტი იმედზე” დაანონსა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2 თებერვალს თურქულ შეკრებაზე აზერბაიჯანთან უნდა ეთამაშა, თუმცა ქართულმა მხარემ მატჩი გააუქმა. მიზეზი მარტივია: ვლადიმირ ვაისი ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებას ვერ ახერხებდა და მეორე და მესამე შემადგენლობით თამაშს კი აზრი ეკარგებოდა.

მოგეხსენებათ, 2 თებერვალს საქართველოს ნაკრებს თურქეთში, აზერბაიჯანთან უნდა ეთამაშა, თუმცა შეხვედრა გაუქმდა, რადგანაც ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობის სრულფასოვნად შეკრება ვერ მოახერხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები