LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო სხვა ქვეყანას საკუთარ მოქალაქეებს არ გადასცემს – პრემიერი

78

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძეს რუსეთს არ გადასცემენ. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მითუმეტეს ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე.

„აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. ორი დღეა ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები