LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო სუსტებში ძლიერებშია: ერთა ლიგა კალათებში გაანაწილეს

81

უეფას ახალი პროექტის, ერთა ლიგის ჯგუფების განლაგება უკვე ცნობილია. საქართველოს D ლიგაში, ანუ ევროპული ფეხბურთის ყველაზე სუსტ გუნდებში მოხვდა.

საქართველოს გარდა, სუსტებში ითამაშებენ აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, სომხეთი, ლატვია, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან-მარინო და გიბრალტარი.

საინტერესოა, რომ უეფას ბოლო რეიტინგით, ე.წ. “კალათები” (რომლის მიხედვითაც ჯგუფები დაკომპლექტდება) D ჯგუფშიც ჩამოყალიბდა და საქართველო აქ მაინც მოხვდა ლიდერებში.

D ჯგუფის კალათები

I
აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, საქართველო

II
სომხეთი, ლატვია, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი

III
ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა

IV
ანდორა, კოსოვო, სან-მარინო, გიბრალტარი

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
1-2 ტური: 6-8 და 9-11 სექტემბერი, 2018
3-4 ტური: 11-13 და 14-16 ოქტომბერი, 2018
5-6 ტური: 15-17 და 18-20 ნოემბერი, 2018

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 10 ჯგუფი დაკომპლექტდება. ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირდაპირ 2 გუნდი მოხვდება – ანუ სულ 20 გუნდი. დანარჩენ 4 საგზურს ერთა ლიგის ოთხი ლიგის გამარჯვებული მიიღებს.

ჯგუფების გამარჯვებულების ფინალური ეტაპის მატჩები (ნახევარფინალები და ფინალი) 2019 წლის 5-9 ივნისს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები