LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-თურქეთს შორის საავტომობილო სატრანზიტო გადაზიდვები გაიზარდა

95

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრს აჰმეთ არსლანს შეხვდა. შეხვედრაზე ქართველი საავტომობილო გადამზიდავებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დააყენა სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის დროული დასრულების და თურქეთის მხრიდან მისი გამტარუნარიანობის გაზრდის საკითხი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის საავტომობილო სატრანზიტო გადაზიდვები 2017 წელს დაახლოებით 17%-ით გაიზარდა, განხილულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა კი ხელს შეუწყობს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები