LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო უფრო მალე მიაღწევს იმას, რაც სხვებისთვის 10-15 წლის პერსპექტივა შეიძლება იყოს – ლაიმა ანდრიკიენე

131

საქართველო უფრო მალე მიაღწევს იმას, რაც სხვებისთვის 10-15 წლის პერსპექტივა შეიძლება იყოს – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ განაცხადა. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებზე ევროპარლამენტის ანგარიშზე მომხსენებლის  განცხადებით, ევროპარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს. მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ფორმატი,  აღნიშნულ სამ ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს მისცემს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუსმენდი, ბედნიერი ვიყავი იმ წარმატებული შედეგებით, რისი მიღწევაც საქართველომ შეძლო. ჩვენის მხრიდან შევეცდებით, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს“ – განაცხადა ლიტველმა ევროპარლამენტარმა.

სამინისტროს ცნობით, სწორედ ანდრიკიენეა ინიციატორი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაციების, რომელსაც კენჭი უყარა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა და რომლის განხილვაც ევროპარლამენტის სესიაზე უახლოეს პერიოდში მოხდება.
ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები საქართველოსთვის, როგორიცაა ასოცირების შეთანხმება, ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თუმცა ევროპარლამენტი მხარს უჭერს მეტი შესაძლებლობების გახსნას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

ჩვენ წარმოვადგინეთ ახალი ფორმატი „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას. ყურადღების კონცენტრაციას ამ სამ ქვეყანაზე ვაკეთებთ. გამოვდივართ ინიციატივით ნდობის ფონდების და მხარდამჭერი სპეციალური მექანიზმების შექმნის შესახებ. გვსურს დამატებითი მექანიზმები შეიქმნას ასოცირების ხელშეკრულებების იმპლემენტაციისთვის.

მომავალში შეიძლება იყოს საუბარი საბაჟო კავშირში, შენგენის ზონაში, ენერგო და ციფრულ კავშირებში გაწევრიანებაზე. როდის არის ეს შესაძლებელი? ეს დამოკიდებულია ქვეყანაზე. ეს დამოკიდებულია რეფორმების ტემპზე. შედეგები განსხვავებულია. ამიტომ ვამბობ, რომ ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია. თუ საქართველოზე ვისაუბრებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ უფრო მალე მიაღწევთ იმას, რაც სხვებისთვის 10-15 წლის პერსპექტივა შეიძლება იყოს. დღეს ვუსმენდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ბედნიერი ვარ. ვამაყობ და ბედნიერი ვარ იმით, რასაც საქართველომ მიაღწია და გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები