LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-უკრაინას შორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობა იწყება

78

წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მედიცინისა და ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ თეიმურაზ პირველაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ქვეყანათაშორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი წამლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას, სისტემაში არსებული გამოცდილების გაზიარებასა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები