LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო უკრაინულ კინოს დღეებს მასპინძლობს

33

27 აპრილს, 20:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში კინოფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ რეჟისორ ტარას ტრაჩენკოს ფილმით „გვრიტის ბუდე“ გაიხსნება. „გვრიტის ბუდე“ 2016 წელს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.  ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

საქართველო უკრაინულ კინოს დღეებს 27-30 აპრილამდე უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ფილმების ჩვენებები და უკრაინელი კინემატოგრაფების მასტერკლასები გაიმართება.

კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები