LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო წინ წაიჩოჩა: 119-ე მსოფლიოში

30

ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრები ახალ რეიტინგში წინა თვესთან შედარებით 3 საფეხურით წაიწია და ამჟამად 281 ქულით 119-ე ადგილზე იმყოფება.

როგორც მოგეხსენებათ, ნოემბერში ჩვენმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ერთი მატჩი გამართა: საქართველომ შინ მოლდოვას ვერ მოუგო – 1:1.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს არც თუ დამაჯერებლად ასპარეზობს,. რეიტინგის სათავეში არგენტინის ნაკრებია. „ალბისელესტე“ მთავარ მეტოქეს ბრაზილიას უსწრებს. მესამე გერმანიაა.

შესარჩევში ჩვენი მეტოქე უელსი მე-12 საფეხურზეა, ირლანდია – 23-ეა. ავსტრიის ნაკრები 31-ე ადგილზე იმყოფება, სერბეთი – 44-ზე. მოლდოვა კი ძალიან შორსაა – 162 ადგილზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები