LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ყოველთვის ჩემს ფიქრებში იყო: ეს ხალხი იმსახურებს ჩემპიონობას

50

ზაზა ფაჩულიას უდიდეს მიღწევას და აქედან გამომდინარე კომენტარებს, მილოცვებს და ემოციებს ბოლო არ უჩანს. ჩვენმა საამაყო სპორტსმენმაც პირველადი კომენტარის შემდეგ უფრო ვრცელი ინტერვიუ მისცა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს CSN ესაუბრა.

 

ზაზა ფაჩულია:

“All Star-ის თამაშები NBA-ს ჩემპიონობასთან ახლოსაც ვერ მოვა. All Star-ში მონაწილეობით საკუთარ თავს, ოჯახს ახარებ, მაგრამ ჩემპიონობით მილიონობით გულშემატკივარია ბედნიერი. შეხედეთ ამ ხალხს, როგორი ბედნიერები არიან ჩვენი ჩემპიონობით. NBA-ს ჩემპიონობა ყველაფერს ნიშნავს. ჩვენ, მთელმა გუნდმა, თითოეულმა კალათბურთელმა თავი გავწირეთ ამისთვის.

ზაფხულში აგენტთან ერთად რამდენიმე ვარიანტს განვიხილავდით, რომელ გუნდს უკეთ მოვერგებოდი. როდესაც მითხრეს, რომ „უორიორსი“ ჩემით დაინტერესდა, არ ვიჯერებდი, ამას არ ველოდი. შემდეგ ჩემს ოჯახს დაველაპარაკე, რას ფიქრობდნენ, რას გრძნობდნენ და მივხვდი, რომ ეს იყო სწორი გუნდი, გუნდი, სადაც უნდა გადავსულიყავი. მივიღე გადაწყვეტილება და ჩემს თავს ვუთხარი, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდება ეს ტრანსფერი, უკან არ გავიხედები და არ ვინანებ.

ძალიან რთული წელი გამოვიდა, თავდაპირველად ბოგუტის საკითხი, შემდეგ კევინ დურანტისა და კავაი ლეონარდის ტრავმა, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვიყავი. ვცდილობდი, რომ ეს ყველაფერი თამაშის დროს არ გამოჩენილიყო. ვფიქრობ, ღირდა ამ ყველაფრის გაძლება, ამ მომენტისთვის, იმისთვის, რასაც ახლა ვგრძნობ.

სამწუხაროდ, პირველი ქართველი ვარ, ვინც NBA-ს ჩემპიონი გახდა, თუმცა ეს ყველაფერი ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის მოტივაცია იქნება. ვუსურვებ მათ, რომ იგივე გრძნობა გამოსცადონ, რასაც ახლა მე განვიცდი. 14 წლის ვიყავი, როდესაც საქართველო დავტოვე და ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს თავს, ახლა დროა, წარმოადგინო შენი დიდი ქვეყანა. ყოველი ნაბიჯისას, რომელიც გადამიდგამს, საქართველო ყოველთვის ჩემს ფიქრებში იყო, იმიტომ, რომ ამ ხალხისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვიღებ და ეს ხალხი იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონობას, ძალიან გახარებული ვარ ჩემი ქვეყნისა და უორიორსის გულშემატკივრების გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები