LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ გია ცერცვაძე რუსეთს არ გადასცენ – სესიაშვილი

76

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გია ცერცვაძე რუსეთს არ გადასცენ, ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ხელისუფლება ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგი არ არის.
”ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს დაცული და ყველა ვგულშემატკივრობთ ამ ადამიანს, რომ არ მოხდეს მისი ექსტრადირება. განსხვავება ჩვენსა და ოპოზიციას შორის არის ის, რომ ამ თემით ოპოზიცია სპეკულირებს და ისტერიკებს აწყობს მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო ინტერესები და ამ ინტერესებით უნდა ვმოქმედებდეთ. ჩვენი ხელისუფლების ინტერესია, რომ ის ადამიანი დავიხსნათ რუსეთში ექსტრადირებისგან. ოპოზიციის ინტერესი კი არის, რომ ზედმეტად იყაყანონ, რათა წარმოაჩინონ ისე, თითქოს თავად სურთ ბატონი ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს და ”ქართულ ოცნებას” პირიქით უნდა. ეს არის არასწორი, არაეთიკური დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანი არ გადაეცეს რუსეთს. რაც შეეხება იმ პრეტენზიებს, რომელიც უკავშირდება მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და შემდგომ უკრაინაში მის დაკავებას, ეს ყველაფერი ეფუძნება ყველა იმ სამართლებრივ ნორმას, რომელიც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და ინტერპრეტაციებით. სხვა ნებისმიერი სპეკულირება არის პოლიტიკური სპეკულაცია ამ თემაზე”, – განაცხადა სესიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები