LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა

85

საქართველო ყველაზე ბედნიერ ქვეყანათა შორის 125-ე ადგილზეა, ამის შესახებ ნათქვამია „მსოფლიოს ბედნიერების” ანგარიშში, რომელიც გაეროს დაკვეთით მომზადდა.

საქართველოზე ბედნიერები აღმოჩნდნენ ჩვენი მეზობლები,რეიტინგში 49-ე ადგილზეა რუსეთი, თურქეთი – 69-ზე, აზერბაიჯანი 85-ზე და სომხეთი – 121-ზე.

ბედნიერი ქვეყნების სათავეში ნორვეგიაა. პირველი ათეული ასე გადანაწილდა :

  1. ნორვეგია
  2. დანია
  3. ისლანდია
  4. შვეიცარია
  5. ფინეთი
  6. ჰოლანდია
  7. კანადა
  8. ახალი ზელანდია
  9. ავსტრალია
  10. შვედეთი

ბოლო, 155-ე ადგილზე კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა.

ანგარიშის ავტორი, ჯეფრი საქსი განმარტავს, რომ ბედნიერ ქვეყნებს აქვთ „ჯანმრთელი ბალანსი მატერიალურ კეთილდღეობასა და სოციალურ კაპიტალს შორის“.

რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს ქვეყნების მშპ, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა, ხელისუფლებისადმი ნდობა, გადაწყვეტილების მიღების დროს თავისუფლების განცდა და სრული დამოუკიდებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები