LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ადამიანის გაქრობა სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა – პრეზიდენტი

43

საქართველოს ტერიტორიიდან ადამიანის გაქრობა არის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევა, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე კომენტირებისას.

„ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ადვოკატის განცხადება ძალიან მძიმეა რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს აქვს როგორც ჟურნალისტიკის, ისევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერის როლი რეგიონში. ეს არის ჩვენი სიამაყეც, მაგრამ ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით, ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის საკითხია. ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ადვოკატის მიერ, აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელია და გასაანალიზებელია, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან, იქნება ეს ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან – ადამიანის გაქრობა არის კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევა, რომლის კონტექსტშიც ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი პრესტიჟიც და მოქალაქეების დაცულობაც. ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები