LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან აზერბაიჯანში ავტო-ექსპორტი გაიზარდა

73

საქართველოდან მეზობელ აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში აღნიშნულ ქვეყანაში 65 ერთეული ავტომობილი გავიდა. ეს რაოდენობა თითქმის 3-ჯერ მეტი წინა წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით. 2016 წელს, ამავე თვეში, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტზე 24 ავტომობილი გაიგზავნა.

რაც შეეხება თანხობრივ მაჩვენებლებს, საქსტატის ცნობითვე, 2017 წლის იანვარში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 2 მილიონი დოლარია. წინა წელს მიღებული შემოსავალი კი 577 ათასს დოლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, საექსპორტო კალათაში მსუბუქი ავტომობილები მეოთხე ადგილზეა. მათი ექსპორტის მოცულობა 2017 წლის იანვარში ჯამში, 10.8 მლნ აშშ დოლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები