LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან გასვლისას წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს

104

ანკარის ინტერპოლის მიერ 2016 წლის 21 მარტიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული აჰმეტ ს დააკავეს. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა იგი თბილისი-სტამბულის რეისით საქართველოდან გასვლისას დააკავეს.
შსს ინფორმაციით, აჰმეტ ს.-ს ბრალი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 197/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება, რაც ფულის გაყალბებას გულისხმობს.
ამჟამად აჰმეტ ს.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები