LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ბელარუსისგან სამაშველო ვერტმფრენი და უცხოელი მფრინავი დაიქირავა

143

საქართველოში დღეს ბელარუსიიდან მულტიფუნქციური ვერტმფრენი „მი 8“ შემოდის. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ მიზნით პირველ ეტაპზე 891 800 ლარი გამოიყო.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე, ბელარუსულ კომპანიასთან სამთვიანი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და თუ ამ ხელშეკრულების გაგრძელების აუცილებლობა დადგება, შესაძლოა, ვერტმფრენი საქართველოში ოქტომბრის შემდგომაც დარჩეს.

მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენთან ერთად, ქირაობენ პილოტსაც. მისი განთავსების ადგილი იქნება თბილისი და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განკარგულებაში იქნება.

„დღეს ჩამოფრინდება ვერტმფრენი საქართველოში, რომელიც იქირავა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ეს არის, ასე რომ ვთქვათ, აპრობირებული მეთოდი ბევრ ქვეყანაში, როდესაც სამსახურს არ ჰყავს ვერტმფრენი და ქირაობს. შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით, ჩვენ გამოგვეყო შესაბამისი თანხა. პირველ ეტპზე, გამოყოფილია 891 800 ლარი იმისთვის, რომ მოხდეს სამაშველო ვერტმფრენის მომსახურება. შესაბამისად, ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უკვე დღეს შემოდის ბელარუსული კომპანიიდან ვერტმფრენი „მი 8“. ეს ვერტფმფრენი არის მულტიფუნქციური და მას ექნება საშუალება, რომ გამოვიყენოთ როგორც ხანძრების შემთხვევაში, ასევე სამაშველო ოპერაციების დროს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები