LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ჩემპიონობა და ანთიმოზ ივერიელის თასი რუმინეთს დაუთმო

30

საქართველომ ბოლო, დასკვნითი და გადამწყვეტი თამაში ერთადერთ, რეალურ კონკურენტთან წააგო და ევროპა რაგბის ჩემპიონობა დათმო.
რუმინეთის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს 8:7 მოუგო და რამდენიმეწლიანი ნავსი გატეხა – მანამდე “მუხები” კარგა ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ქართველთა დამარცხებას. ამ გამარჯვებით რუმინელებმა ანთიმოზ ივერიელის თასიც დაისაკუთრეს, რომელიც მათსა და ქართველებს შორის ყოველწლიურად თამაშდება.

სხვათა შორის, ეს იყო ბორჯღალოსნების საიუბილეო მეორასე შეხვედრა, რომელიც სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ.
არადა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი გუნდის საუკეთესო თამაში და ვერც რუმინეთზე ვიტყვით, დაუმსახურებლად გაიმარჯვაო, თამაშის გადარჩენა და წინ გასვლა მაინც შეიძლებოდა, თუმცა ჩვენებმა შანსები ვერ გამოიყენეს და შესაბამისად ვერც მოიგეს.

თამაში მასპინძლებისთვის მშვენივრად დაიწყო. უკვე მე-4 წუთზე ლელოთი დაწინაურდნენ (გარდასახვა ვერ გამოიყენეს).

ქართველებს ანგარიშის შემცირების შანსი მე-11 წუთზე მიეცათ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ვერ გაიტანა. ისევე როგორც ლაიკუმ ორჯერ გააფუჭა ჯარიმა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 37-ე წუთზე გათანაბრდა. მერაბ შარიქაძის ლელოს მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვით უპასუხა და ბორჯღალოსნები წინ გავიდნენ – 7:5.

მეორე ტაიმში, რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 8:7.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა “ბორჯღალოსნები” წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე მანვე ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

 

 

რუმინეთი                5          4          0          1          122/78             19

საქართველო          5          4          0          1          136/44             19

ესპანეთი                  5          3          0          2          91/54               13

რუსეთი                    5          2          0          3          107/117          9

გერმანია                   5          2          0          3          121/201          8

ბელგია                      5          0          0          5          70/153             1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები