LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი უნდა გააკეთოს – სალომე სამადაშვილი

86

“საქართველომ უნდა გააკეთოს ოფიციალური განაცხადი, რომ სურს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,” – განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

როგორც სამადაშვილი ამბობს, მას კონკრეტული შეკითხვები აქვს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მათ შორის იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველო განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით

“ეს უნდა გაკეთდეს ინდივიდუალურ რეჟიმში, რადგან ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, დაველოდოთ რომელიმე სხვა სახელმწიფოს და გარდა ამისა, გამოცდილებაც იმას აჩვენებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ რეჟიმში წარიმართოს ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები.
დღეს მთავარი შეკითხვაა, რას ელოდება ჩვენი საზოგადოება ხელისუფლებისგან. ჩვენი საზოგადოება ელოდება, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გახდება შეუქცევადი, რის შესახებაც ყველაზე ადეკვატური პოლიტიკური განცხადება არის ოფიციალური განაცხადის გაკეთება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. შესაბამისად, ჩვენთვის პირველი შეკითხვა არის ის, აპირებს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება მსგავსი განაცხადის გაკეთებას და თუ არ აპირებს, რატომ. დოკუმენტი, რომელსაც წარმოგვიდგენენ, ჩემი აზრით, არის საკმაოდ ბევრის მომცემი ევროკავშირთან ტექნიკური დაახლოების თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკური გზავნილი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და მე სწორედ ამასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა მინისტრთან,” – განაცხადა სამადაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები