LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ევროპა ბონუს გამარჯვებით დაიწყო

32

ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში ბელგიას 4 ლელო დაუდეს და 2017 წელი ბონუს ქულიანი გამარჯვებით დაიწყეს – 31:6.

მიუხედავად საფუძვლიანად გადახალისებული შემადგენლობისა, თოვლიან ბრიუსელში გამართულ რკენაში ბორჯღალოსნები დომინირებდნენ, შესვენებამდე გიორგი თხილაიშვილმა ლელო დადო. მალევე გიორგი კოშაძემ პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა. მერაბ კვირიკაშვილმა ორივე გარდასახა, მანამდე ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 17:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში მასპინძლებმა ორი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს. ბორჯღალოსნებმა მალევე დაიბრუნეს ინიციატივა და შერკინებამ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, ხოლო ტაიმის მიწურულს თავი ბექა გორგაძემ გამოიჩინა.

გარდასახვები კვირიკაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ შეასრულეს და ჩვენმა გუნდმა 4 უპასუხო ლელოს დადებისთვის ბონუს ქულაც ჩაიწერა.
სამატჩო რაზმში დასახელებული ოთხივე დებიუტანტი მარქაფიდან მატჩში ჩაერთო, შესაბამისად პირველი სანაკრებო კეპები მოიხვეჭეს თორნიკე მატარაძემ, სოსო ბეკოშვილმა, გიორგი ჭყოიძემ და გიორგი ცუცქირიძემ.
რაგბი ევროპის მომდევნო მატჩს მილტონ ჰეიგის გუნდი 19 თერევალს გამართავს. საქართველოს ნაკრები რუსთავში გერმანიას მიიღებს, რომელმაც პირველ ტურში სენსაცია მოახდინა და რუმინეთის დამარცხება (41:38) შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები