LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ მოიგო: როდის გადავალთ ნამდვილ გამარჯვებაზე (ვიდეო)

32

საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში თამაში მოიგო, თან როგორ – 5:0, თუმცა ამით ხიბლში არ უნდა ჩავარდეთ. მოგება თავისთავად სასიხარულოა და შემდგომ მოტივაციას უწყობს ხელს, თუმცა თითქმის არაფრისმომცემი გამარჯვებებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მომავალში ისევ კარგა ხანს არ აგვცდება იმედგაცრუება.

საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

ანგარიში მე-18 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ჯანო ანანიძემ გახსნა. ჯვაროსნების უპირატესობა 33-ე წუთზე ორამდე გაიზარდა, ჯანო ანანიძის კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, ეფექტური დარტყმით მეტოქეს გიორგი ქვილითაიამ გაუტანა. შემტევმა 68-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ლატვიელთა კარში მეოთხე გოლის ავტორი ჯანო ანანიძე გახდა, ნახევარმცველმა უზუსტესი შორეული დარტყმით მოახერხა შტეინბორსის კარის აღება. საბოლოო ანგარიში მატჩის ბოლო წუთზე დაფიქსირდა, საჯარიმო დარტყმით გიორგი არაბიძემ ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.

შეხვედრას საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ მატჩს 11 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სტუმრად მოლდოვას წინააღმდეგ გამართავს.

 

საქართველო 5:0 ლატვია

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო: მაკარიძე, ლობჟანიძე, კაშია, ხოჭოლავა, ანანიძე (83’ ყაზაიშვილი), დვალიშვილი (63’ კობახიძე), კვეკვესკირი, ქვილითაია (78’ კაჭარავა), გვილია (36’ კიტეიშვილი), ჯიღაური (63’ არაბიძე), ნავალოვსკი (78’ ტაბიძე)

ლატვია: ვანინსი (46’ შტეინბორსი), მაკსიმენკო, ლაიზანსი (81’ ლაზდინში), ვიშნაკოვსი (46’ რაკელსი), დ. იკაუნიეკსი, სოლოვიოვსი, გორკშსი, ი. იკაუნიეკსი, იაგოდინსკისი (46’ ოშსი), კარლსონსი (46’ შაბალა), კლიუშკინსი (65’ ლუკიანოვსი)

გოლები: 1:0 ანანიძე (პენ) (18), 2:0 ქვილითაია (33), 3:0 ქვილითაია (68), 4:0 ანანიძე (78), 5:0 არაბიძე (90)

გაფრთხილება: 37’ დვალიშვილი, 57’ კლიუშკინსი, 58’ დ. იკაუნიეკისი, 67’ მაკსიმენკო, 75’ ხოჭოლავა, 85’ კიტეიშვილი, 85’ ი. იკაუნიეკსი

 

 

როგორც იქნა ამდენი ხნის შემდეგ გამარჯვება შევძელით

როგორც იქნა ამდენი ხნის შემდეგ შევძელით გამარჯვება, თან დიდი ანგარიშით, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა.
მისი თქმით, ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში მიღწეული შედეგი სასიხარულო და მისაღებია.
“მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ამდენი ხნის შემდეგ შევძელით გამარჯვება, თან დიდი ანგარიშით. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგური იყო, გამარჯვება სასიხარულოა. პატივს ვცემ ლატვიის ნაკრებს, მაგრამ ეს არ არის სერბეთი, უელსი და ირლანდია, რომლებსაც გაცილებით ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენმა ფეხბურთელებმა მოახერხეს კონცენტრაციის შენარჩუნება და წარმატებით თამაში. გამოვყოფდი ანანიძეს, ქვილითაიას და არაბიძეს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალური შედეგი ვაჩვენით”, – განაცხადა ვაისმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები