LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 2023 წელს სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე შეაქვს განაცხადი

40

„საქართველოს 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე შეაქვს განაცხადი,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თანხობის შემთხვევაში, 2023 წელს 25 ათასამდე ადამიანი ჩამოვა საქართველოში და მოხდება ქვეყნის პოპულარიზაცია.

„რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდი შვეიცარიაში, სადაც შევხვდი სათხილამურო საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, რომელსაც  საქართველოში სამთო-სათხოლამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ვესაუბრე. ჩვენ მას  საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე პრეზენტაცია გავუკეთეთ. სულ ცოტა ხნის წინ დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა, დელეგაციამ შეაფასა ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტების მზადყოფნა და ჩვენი ინფრასტრუქტურა, მათ იმ მოთხოვნების შესაბამისად შეაფასეს, რაც ამ მნიშვნელოვან მსოფლიო ჩემპიონატს აქვს და, რა თქმა უნდა, 2023 წლსითვის ჩვენ გარკვეული სამუშაო გასაწევი გვაქვს,“ – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები