LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 29 პრეტენზია რუსეთს: არ ხარ შენი ჩემი ძმა…

549

საქართველომ ევროპისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: ევროპულმა ოჯახმა კარი შეგვიღო და უვიზოდ მიმოსვლა ავანსად მოგვცა. როგორ გამოიყენებს საქართველო ამ შანსს, დრო გვიჩვენებს. მარტივი არ იქნება, საქართველოს ისევ გვერდით ყავს მთავარი საფრთხე – რუსეთი. მეტიც, რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ისიც კი დაწერეს, რომ ევროპამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გადადოო. მოკლედ, ნაცნობი სურათია.
ინტერნეტში, ერთ-ერთ საიტზე დევს ენდრიუ ანდერსენის ვრცელი სტატია, სადაც ავტორს მოყავს ის ისტორიული ფაქტები, რის გამოც საქართველოს რუსეთთან პრეტენზია აქვს. აქ მხოლოდ ამ ფაქტებს ჩამოვთვლით. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ამ მოვლენებს გაშიფვრა არც სჭირდება.

 
1. 1801 წელი. ალექსანდრე პირველის მანიფესტი საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში ჩართვის შესახებ

 

2. 1847 წელი. წმინდა სინოდის გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ჩამორთმევის შესახებ

 

3. სახალხო აჯანყების ჩახშობა

 

4. 1826-1832 წლები. სომხების ჩასახლება მესხეთსა და ჯავახეთში

 

5. იმპერიული მთვარობის ტერიტორიული აგრესია

 

6. 1921 წელი. წითელი არმიის ინტერვენცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა იმპერიაში იძულებით ჩართვა.

 

7. 1921-1927 წლები. რეპრესიები ქართული თავადაზნაურობის, ინტელიგენციისა და სამღვდელოების წინააღმდეგ

 

8. 1927-1930 წლები. კოლექტივიზაცია

 

9. 1934-1937 წლები. დიდი ტერორი

 

10. 1941-1945 წლები. 300 000 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა მეორე მსოფლიო ომში

 

11. რეპრესიები ქართველების წინააღმდეგ ლავრენტი ბერიას დაპატიმრების შემდეგ

 

12. 1956 წელი. მშვიდობიანი დემონსტრანტების დახვრეტა თბილისში

 

13. 1985-1989 წლები. ანტიქართული ისტერია საბჭოთა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში.

 

14. 1989 წლის 9 აპრილი. მშვიდობიანი მიტინგის დარბევა და მშვიდობიანი დემონსტრანტების დახოცვა თბილისში

 

15. 1986-1990 წლები. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ აგრესიული სეპარატიზმის მხარდაჭერა და ორგანიზება

 

16. საქართველოს ჩათრევა ფართომასშტაბიან ომში

 

17. 1990-1993 წლები. ეთნიკური წმენდა და კონფლიქტის ზონიდან მკვიდრი მოსახლეობის განდევნა. სეპარატისტების და მათი რუსი მფარველების მიერ ათი ათასობით ქართველის მკვლელობა

 

18. 1993 წელი. დსთ-ში საქართველოს იძულებით შესვლა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაბრუნება

 

19. 1996 წელი. თბილისელების ჯალათის იგორ როდიონოვის რუსეთის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა

 

20. 1991-2003 წლები. აჭარული სეპარატიზმის გაბუქვა მოსკოვის მარიონეტის ასლან აბაშიძის მეთურობით

 

21. 1995-2005 წლები. სამხრეთ ჯავახეთში სომხური სეპარატიზმის პროვოცირება

 

22. 1990-2005 წლები. სეპარატისტული რეჟიმების პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა

 

23. 1998-2003 წლები. სეპარატისტული რეგიონების მოქალაქეებზე რუსეთის პასპორტების გაცემა, საქართველოს ტერიტორიების და საკუთრების მცოცავი ანექსია

 

24. 1995-2003 წლები. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ტერორი და დივერსია

 

25. 1992-2003 წლები. საქართველოს სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების ტერორი და მკვლელობა

 

26. 1992-2003 წლები. საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში კრემლის აგენტების ფარული დანიშვნა

 

27. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება და სეპარატული რეგიონებისთვის რუსეთის საზღვრების გახსნა

 

28. პროპაგანდისტული ომი საქართველოს წინააღმდეგ, მტრულად განწყობილი ნაციის სახის შექმნა.

 

28. 2008 წ. სამხედრო შეჭრა საქართველოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები