LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 3.2 მლნ მოქალაქეს ინახავს 500 000 გადასახადის გადამხდელი

113

500 000 გადასახადის გადამხდელი ინახავს 3.2 მილიონ საქართველოს მოქალაქეს.

არცთუ ისე მხიარული მათემატიკის ამ მონაცემებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

და მთავარ კითხვასაც სვამს: “ღარიბები ვართ იმიტომ რომ 500 ათასი გადამხდელი ცოტაა, თუ ღარიბები ვართ იმიტომ რომ 500 ათასი გადამხდელი ცოტას იხდის გადასახადის სახით?”

მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივი – უბრალო მათემატიკაა.

“1. საქართველოს მოსახლეობაა 3,7 მილიონი ადამიანი
2. აქედან სამუშაო ძალა 2 მილიონი ადამიანი
3. აქედან დასაქმებულად ითვლება 1,77 მილიონი
4. აქედან 1 მილიონი თვითდასაქმებულია
5. აქედან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია 270 ათასი

გამოვიდა რომ მთლიანად არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა და გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა არის 500 ათასი ადამიანი.

500 ათასი გადასახადის გადამხდელი ინახავს 3,2 მილიონ საქართველოს მოქალაქეს.

ერთი გადამხდელი ინახავს დამატებით 6 (აქედან 3 შრომისუნარიან) მოქალაქეს” ,– წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები