LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 7 რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს

153

საქართველოს 7 რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს. ახალი გუბერნატორები მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია რეგიონების თანაბარი განვითარება. სოფლად მცხოვრებ ჩვენ მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა. ის გეგმები, რომლებსაც ჩვენ ვახროციელებთ და დავისახეთ რეგიონების განვითარებისთვის უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად. რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მოქალაქეებმა იგრძნონ რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს,” –  განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქვემო ქართლის რწმუნებული პოსტზე პრემიერმა შოთა რეხვიაშვილი წარადგინა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე იქნება. შიდა ქართლის გუბერნატორად მამუკა ბახტაძემ გიორგი ხოჯევანიშვილი დანიშნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იქნება ალექსანდრე მოწერელია. სამცხე-ჯავახეთში რწმუნებული კი ბესიკ ამირანაშვილი. რაც შეეხება გურიის რეგიონს გუბერნატორის პოსტს ზურაბ ნასარაია დაიკავებს. იმერეთის რეგიონში გუბერნატორი კი შავლეგო ტაბატაძე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები