LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტებიდან ფრენები 72 მიმართულებით ხორციელდება

88

2017 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 13.6%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ”საქაერონავიგაცია” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 6 თვის განმავლობაში შპს “საქაერონავიგაცია” 64 407 ფრენას მოემსახურა, რაც 13.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 16 477 ფრენა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4 420 ფრენით, ანუ 36.7%-ით მეტია.

2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ასევე გაიზარდა ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 47 930 ფრენა შეადგინა, რომელიც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3 309 ფრენით, ანუ 7.4%-ით მეტია.

2017 წლის 6 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 19 747 666 კმ-ს შეადგენს, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 664 083 კმ-ით მეტია.

”საქაერონავიგაციის” ინფორმაციითვე, საქართველოს აეროპორტებიდან წელს ფრენები 72 მიმართულებით ხორციელდება, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 16-ით მეტია. პირდაპირი რეისით გაფრენა შესაძლებელია 29 ქვეყანაში (გასულ წელს იყო 22).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები