LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა

78

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 103 151 მგზავრს მოემსახურა, რაც 31% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (1 607 892 მგზავრი).

მათივე ცნობით, მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 2018 წლის 6 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 675 073 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1 287 275 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი გაიზარდა და 28% შეადგინა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 183 632 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 234 679 მგზავრი შეადგინა.

ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2018 წლის პირველ 6 თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 190 272 მგზავრმა ისარგებლა. რაც 43 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (133 424 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, როგორც შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში” აცხადებენ, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 6 თვეში 3 063 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 156 რეისი შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები