LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ახალი კონსტიტუცია აქვს – პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

26

საპარლამენტო უმრავლესობამ კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით კენჭი უყარა. 117 მომხრე და 2 წინააღმდეგი – დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კონსტიტუციის პროექტს, რასაც დარბაზში ტაში მოჰყვა.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციის პროექტს, 114 მომხრე 2 წინააღმდეგი ჰყავდა.

“დიდი მადლობა ერთსულოვნებისთვის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის,” – კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში ოპოზიციურმა პარტიებმა – “ევროპულმა საქართველომ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები