LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს ამერიკელი მეგობრები” საუკეთესო ფილანტროპს გამოავლენენ

52

“საქართველოს ამერიკელი მეგობრები”, 17 თებერვალს, 18.30 “სტრადაში” (მის: მარჯანიშვილის ქ.5) გამართავს საღამოს “ერთად შევცვალოთ სამყარო”, რომელიც  ფილანტროპიის იდეის პროპაგანდას ეძღვნება. აქვე  2016 წლის ,,საუკეთესო ფილანტროპის“ წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართება.

“საქართველოს ამერიკელი მეგობრები” ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წლიდან საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს. ორგანიზაციის პრიორიტეტია რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების (ბავშვებისა და მოხუცების)დახმარება. აგრეთვე საქართველოში ფილანტროპიის იდეის პროპაგანდა და კორპორაციული პასუხისმგებლობის ამაღლება. ორგანიზაცია ყოველწლიურად პრიორიტეტული სოციალური პროექტების დასახმარებად საქველმოქმედო  გალა საღამოებს მართავს და მას საქართველოში მოღვაწე  საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესკომპანიების  და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები (მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები და ა,შ) მხარში უდგანან.

წლების განმავლობაში, პალიატიური მზრუნველობისა და სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია ასობით უმწეო მოხუცსა და მზრუნველობა მოკლებულ თუ დაავადებულ ბავშვს დაეხმარა.

2016 -2017 წლის პრიორიტეტული პროექტები ძეგვის თავშესაფარი და პალიატიური შინ მოვლის სამსახურია.

საღამოს დიპლომატიური კორპუსის (ამერიკის, იაპონიისა და ჰოლანდიის ელჩები),  საერთაშორისო ორგანიზაციების, მსხვილი ბიზნესის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიებაში ასევე ნიჭიერთა ათწლედისა და მუსიკალური სემინარიის კონკურსების ლაურეატები მიიღბენ მონაწილეობას. ახალგაზრდა მუსიკოსები სპეციალურად ამ საღამოსათვის მომზადებულ ნაწარმოებებს  შეასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები