LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს Apple-ის ტრენერები ეწვივნენ

46

Apple-ისა და iTechnic-ის პარტნიორობით საქართველოში საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს Apple-ის ტრენერები ეწვივნენ, რომლებმაც ტექნოპარკში Apple-ისა და iTechnic-ის პარტნიორობით საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციას წამყვანი კერძო სკოლის დირექტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, სადაც ახალ ტექნოლოგიებსა და მათი განათლების სფეროში გამოყენების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

iTechnic-ის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა ამერიკასა და დასავლურ ქვეყნებში, სადაც შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხი ავუწყოთ და მოსწავლეებს თანამედროვე განათლების მიღების საშუალება მივცეთ.

”ახალი პროექტის ფარგლებში სწავლა-სწავლების პროცესი ქვეყანაში უფრო ინტერაქტიული და საინტერესო გახდება. გაიზრდება მოსწავლეების ჩართულობა. შედეგად კი ისინი უფრო მარტივად აითვისებენ სასკოლო მასალას. ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, რომ სწავლის რუტინული და მოსაწყენი პროცესი სრულიად შეიცვალოს. მოხარულები ვართ, რომ ამის სტანდარტების დანერგვას Apple-სთან პარტნიორობით ვახორციელებთ“, – განმარტავს iTechnic-ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ქირია.

პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. Apple-ის ოფიციალურმა ტრენერებმა ქართული საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე თეორიული ცოდნის გაზიარების პარალელურად, პრაქტიკული მუშაობაც გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ Apple-ის ოფიციალურმა ტრენერებმა პირველად ჩაატარეს პრეზენტაცია საქართველოში ფართო აუდიტორიისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები