LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს არასამთავრობო სექტორისთვის 1 მილიონი $ გამოიყო

87

Microsoft-ისა და საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის ორგანიზებით გაიმართა პროექტ „Tech4Good”-ის პრეზენტაცია, რომელშიც პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზიები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

„Tech4Good“, Microsoft-ის გლობალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და იგი კომპანიის ფილანტროპული საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც  70 000-ზე მეტ არაკომარციულ-არასამთავრობო ორგანიზაციას 1 მილირადი დოლარის ღირებულების სერვისებს უფასოდ მიწოდებას ითვალისწინებს.

„Tech4Good“ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში, 2010 წლიდან დღემდე 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამუკვე მიიღო Microsoft-ის უფასო პროდუქტები. ჯამში,მხოლოდ საქართველოს მასშტაბით 600,000 აშშ დოლარის ღირებულების ქლაუდ სერვისი და სოფტი გაიცა უფასოდ არაკომერციულ-არასამთავრობო სექტორზე. მიმდინარე წელს კიინიციატივის ფარგლებში უკვე 288,000 აშშ დოლარის პროდუქციაა უფასოდ მიწოდებული.

ღონისძიებაზე ის ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც უკვე სარგებლობენ აღნიშნული პროდუქტებით, ან გეგმავენ ჩაერთონ კამპანიაში. სტუმრებმა სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარეს უკვე მიღებული გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს არასამთავრობო სექტორმა შეთავაზებული ინოვაციური მომსახურება და მიიღოს ახალი სერვისი ფასდაკლების სისტემით ან სრულიად უსასყიდლოდ.

ღონისძიებაზე Microsoft-ის წარმომადგენებმა ისაუბრეს Microsoft Azure-ის შესახებ,  რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს ჰქონდეთ საკუთარი მონაცემთა ცენტრები (სერვერები); შეხვედრაზე ასევე, წარმოდგენილი იყო კომპანიის ახალი პროდუქტი, რომელიც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ეკონტაქტონ დონორებს და საზოგადოებას კიდევ უფრო ეფექტური საშუალებებით. განხილულ იქნა ასევე Office 365-ის შესაძლებლობებიც, რომელიც უზრუნველყოფს Outlook, Word, Excel და Power Point-ის ონლაინ ვერსიების ონლაინ გამოყენებას.

“Tech4Good” ღონისძიება თბილისში ორგანიზებულია Microsoft-ის მიერ, PH International-თან პარტნიორობით, რომელიც საერთაშორისო ლიდერია ეფექტური და მაღალხარისხიანი პროგრამების მიწოდებით და საქართველოში 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქტიურად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები