LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ბანკი“ 2017 წლის საუკეთესო პარტნიორ ბანკად აღიარეს

43

„საქართველოს ბანკი“ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქალი ბიზნესმენებისთვის 2017 წლის საუკეთესო პარტნიორ ბანკად დაასახელა.

როგორც „ფორტუნას“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ბანკმა ჯილდო „ქალთა საბანკო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში მიიღო. მათივე ინფორმაციით, 2008 წლიდან „საქართველოს ბანკი“ აქტიურად იყენებს გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამის რესურსებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ბანკის კორპორაციულ კლიენტებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის ბიზნესმენ ქალებს. ამ რესურსით ბანკი მათ სავაჭრო ოპერაციებისთვის დაფინანსებას აძლევს.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა გრძელვადიანმა პარტნიორმა IFC-მ მეწარმე ქალებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საუკეთესო საფინანსო ინსტიტუტად დაგვასახელა. საქართველოს ბანკი ორიენტირებულია გაზარდოს ხელმისაწვდომობა ფინანსებზე დამწყები, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებსაც სათავეში ქალები უდგანან. საქართველოს ბანკი მათ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს და ბიზნესის მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენაში ეხმარება. საქართველოს ბანკი გეგმავს, კვლავ დარჩეს მოწინავე პოზიციებზე და ხელი შეუწყოს, ქართულ ბიზნესში ქალების როლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„საქართველოს ბანკი IFC-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ბანკი გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალ ბაზრებზე ვაჭრობის განვითარების, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაში. ვულოცავთ საქართველოს ბანკის გუნდს ამ დამსახურებულ ჯილდოს,“ – აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები