LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკი „ბიზნეს კაფეს“ პარტნიორი გახდა

130

„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს პროექტის – „ბიზნეს კაფე“ პარტნიორი გახდა.

„საქართველოს ბანკი“, საკონსულტაციო კომპანია „ინსორსისა“ და „ბიზნეს კაფის“ პროექტის ფარგლებში, საკუთარ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება არაფორმალურ გარემოში გაუზიარონ, დისკუსიები გამართონ ბიზნესის სფეროს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით და ინფორმაცია გაცვალონ საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.

„საკონსულტაციო კომპანია „ინსორსისა“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული პირველი შეხვედრა სამსახურთან მიჯაჭვულობის თემატიკას მიეძღვნა. შეხვედრის სპიკერი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე იყო. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს ბანკის მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და კლიენტები. „ბიზნეს კაფის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, სადაც სპიკერები და სტუმრები შეძლებენ ერთმანეთთან მრავალფეროვან საკითხებზე დისკუსიების გამართვას“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები