LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ბანკი“ Spotlight 2018-ის პარტნიორი გახდა

108

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, Spotlight 2018-ის პარტნიორი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიება 27 მაისს სასტუმრო „რედისონში“ განახლებული ფორმატით ჩატარდება.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიება მარკეტინგული ინდუსტრიის წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას, სივრცესა და დროს კომუნიკაციისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის. წლევანდელი Spotlight-ის მთავარ თემას წარმოადგენს – „გამარჯვება“ და ეძღვნება ადამიანებს, ისტორიებს, რომლებიც გამარჯვებისთვის მოძრაობენ. ღონისძიების ფოკუსია მარკეტინგის და რეკლამის ინდუსტრია.

წლევანდელი Spotlight სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი. ესენია: ლექცია- მასტერკლასები, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები, რომელიც დღის პირველ ნახევარში ერთმანეთის პარალელურად გაიმართება. გამოცდილი ქართველი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების მიმართულებით.

ღონისძიების მეორე ნახევარში კი აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა სფეროს 9 წარმატებული სპიკერი საკუთარი ისტორიებითა და პრაქტიკული მაგალითებით წარსდგება.

„Spotlight პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, რომელიც Marketer.ge-ს ინიციატივით, 2013 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია საქართველოს ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები