LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”საქართველოს ბანკის” დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა

40

”საქართველოს ბანკმა”  ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებისთვის International Finance Magazine (IFM)-ის ჯილდოს მინიჭების თაობაზე განაცხადა. ხსენებული ჯილდო ”საქართველოს ბანკის” დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებას მეორედ გადაეცა, როგორც ამ მომსახურების საუკეთესო მიმწოდებელს საქართველოში.

როგორც ”ფორტუნას” ”საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, IFM -ის დაჯილდოება აღნიშნავს კომპანიის იმ მიღწევებს, რომლებიც  მომხმარებელს გამორჩეულ მომსახურებას სთავაზობს, ასევე ქმნის მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას და გამოირჩევა ინოვაციითა და შედეგებით. ჯილდოს მინიჭებისას, ყურადღება ექცევა ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დაცვა.

„მოხარული ვარ, რომ ”საქართველოს ბანკის” დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ უკვე მეორედ დასახელდა. აღნიშნული ჯილდო ბანკმა 2014 წელსაც მიიღო. ”საქართველოს ბანკის” დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მომხმარებლებს, როგორც თბილისში ასევე, ლონდონში, ბუდაპეშტსა და თელ ავივში და ამ მომსახურებას ბაზარზე არაერთი უპირატესობა გამოარჩევს. მინდა მივულოცო ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების თანამშრომლებს კიდევ ერთი წარმატება”,-  განაცხადა ”საქართველოს ბანკის”  გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები