LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის პროექტი ენერგოეფექტურობის კუთხით საუკეთეოდ აღიარეს

88

საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) ჯილდოს – „2016 წლის საუკეთესო პროექტი ენერგოეფექტურობის კუთხით საქართველოში“ მიღების თაობაზე განაცხადა. აღნიშნული ჯილდო, საქართველოს ბანკს ყოველწლიური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გადაეცა. ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი ვაჭრობის ხელშეწყობისა და ფინანსირების კუთხით, განახლებადი ენერგიის წყაროების, კერძოდ ჰიდროსადგურების, დადგმული სიმძლავრის გაზრდას ემსახურებოდა.

„EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა (TFP) 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-მა დღემდე 18.500 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა“, – აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები