LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს ბანკის” საახალწლო რეკლამაში იტალიელი მილიონერი თავის ცოლთან ერთად ცეკვავს

988

“საქართველოს ბანკის” გვერდზე აიტვირთა ფოტო, სადაც იტალიელი მილიონერი, ჯანლუკა ვაკი, თავის მეუღლესთან, ახალგაზრდა და ტანწერწეტა გოგონასთან ერთად არის გამოსახული. მათ სანტასა და ფიფქიას ფორმები მოირგეს.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკამ და მისმა რჩეულმა თავისი ცეკვით მსოფლიო საიტები მოიარეს. არცთუ ახალგაზრდა ასაკის მილიონერი ისე მოძრაობს, რომ უამრავი ადამიანი გააოცა.

მათი ცეკვით ქართველებიც მოიხიბლნენ. მათ შორის “საქართველოს ბანკიც” და როგორც ჩანს, ტრადიციულ სარეკლამო რგოლში გადასაღებად თბილისში მოიწვიეს…

ფოტომ, რომელიც ბანკის გვერდზე განათავსეს, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. რამდენიმე წუთის წინ კი “საქართველოს ბანკის” გვერდზე ვიდეოც განთავსდა. საინტერესოა, რა ჰონორარი გადაუხადეს ცნობილ წყვილს სარეკლამო რგოლში მონაწილეობისთვის…


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები