LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის სერვისცენტრებს დაიცავენ

23

„საქართველოს ბანკმა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს ბანკის სერვისცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით, ხოლო ობიექტების პატრულირებას სპეციალურად ბანკისთვის გამოყოფილი სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები განახორციელებენ.

როგორც ბანკში აცხადებენ, მემორანდუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციასა და ”საქართველოს ბანკს” შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ბანკის სერვისცენტრების, მათი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია “საქართველოს ბანკის” ინკასაციას 2013 წლიდან ახორციელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები