LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკისა და THE FINANCIAL-ის ორგანიზებით საბანკო ფორუმი გაიმართა

97

„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობითა და THE FINANCIAL-ის ორგანიზებით, საქართველოს საბანკო სფეროსა და ინოვაციის ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე ძირითადი განხილვის თემა საბანკო მომსახურების მომავალი, საბანკო სფეროს გამოწვევევი და შესაძლებლობები, ასევე ციფრული ტექნოლოგიები იყო.

ფორუმზე საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ბანკის ხედვა ტრადიციული და ციფრული საბანკო მოდელის და დაგროვილი ქონების/კაპიტალის მართვის შესახებ.

“დღევანდელი ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მიზანია ვისაუბროთ საბანკო სექტორის გამოწვევებზე, მის მომავალზე, ძირითად ტენდენციებზე. ვფიქრობ, ციფრული მიმართულება საბანკო მომსახურებაში არის მნიშვნელვანი, ამ ეტაპზე ქართული საბანკო სექტორი ნამდვილად არ ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ციფრულ საბანკო მომსახურებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რეგიონში ფინანსური სერვისების ცენტრი გახდეს, “საქართველოს ბანკი” ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საბანკო სექტორი განვითარებული და ინოვაციური სექტორია ჩვენს ქვეყანაში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას“,- განაცხადა კახა კიკნაველიძემ.

ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ საფინანსო სექტორის, ეროვნული ბანკის, ბანკების ასოციაციის, საქართველოში მოქმედი ბანკების წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები