LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

115

”საქართველოს ბანკმა” Global Finance-ის ჯილდო – საქართველოში საუკეთესო ვაჭრობის ფინანსირების ბანკის წოდება მიიღო.

როგორც ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, საუკეთესო ბანკები ამ მიმართულებით, შეირჩა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვის მასშტაბი, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასწარმოქმნა და ინოვაციური ტექნოლოგიები. საქართველოს ბანკმა ეს ჯილდო უკვე მეხუთედ მიიღო.

”მოხარული ვარ, რომ ”საქართველოს ბანკი” კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საუკეთესო ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების კუთხით. საქართველოს ბანკი აქტიურად თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ბანკთან თუ ინსტიტუტთან და ამ პარტნიორობების საფუძველზე ქმნის ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო პროდუქტებს ადგილობრივი კორპორაციული და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის“, – განაცხადა ”საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები