LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს და ევროპის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება

62

საქართველოს და ევროპის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე ამ ეტაპზე  არ ემუქრება.

ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლიდან ევროკომისია პირველ დასკვნას აქვეყნებს, სადანაც, რეკომენდაციებთან ერთად, საქართველოს მიმართ შენიშვნებიც არის გამოთქმული. თუმცა, დოკუმენტში გაწერილი შენიშვნები ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი არ გახდება.

ევროკომისია დასკვნაში მიუთითებს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ასევე, ჯერ კიდევ დიდ პრობლემად რჩება ევროპაში ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების ჩართულობა და მონაწილეობა. ევროპელი ექსპერტების მონაცემებით ქართველების მხრიდან ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში.

 

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა უკვე მეათე თვეა, ამოქმედებულია. ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. შეჩერების მექანიზმით ისარგებლოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები