LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიას შეუერთდა

76

ქართული დელეგაცია ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიას შეუერთდა. პრემიერი მამუკა ბახტაძე დილიდან დაესწრო მაღალი დონის შეხვედრას თემაზე: მსოფლიო ნარკოტიკების პრობლების აღმოსაფხვრელად. შეხვედრაზე მთავარი მომხსენებელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. პრემიერი სიტყვით გამოვა ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზეც. დღესვე მამუკა ბახტაძე ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ფედერიკა მოგერინის მხრიდან საკმაოდ მაღალი შეფასება მიეცა იმ მიმდინარე რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით,  შეხვედრაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სერიოზული წვლილი შეაქვს, რათა არ მოხდეს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები