LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დრამატული ბედი: გუშინ ვინც გავამწარეთ, დღეს ის უნდა დაგვეხმაროს

78

საქართველოს ნაკრების ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ისევ დრამატული და ბოლომდე დაძაბული გამოდგა. ახლა უკვე აღარ გაგვიმართლა და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ჩამორჩენის შემდეგ, ბოლოს გამარჯვების რეალური შანსი მოგვეცა, მაინც წავაგეთ – 69:71.

ისრაელთან დაძაბულ, დრამატულ, განუმეორებელ მატჩში გამარჯვების შემდეგ ყველაფერი ჩვენ თავზე იყო დამოკიდებული, მაგრამ სამწუხაროდ ამ შანსის გამოყენება ვეღარ მოვახერხეთ. ახლა კი კიდევ ერთ შეხვედრაში უნდა დავიწყვიტოთ ნერვები – მთელი ყურადღება უკრაინა-ისრაელის თამაშისკენაა. უმოტივაციო მასპინძლებმა თუ მოიგეს, ჩვენ მწვანე აგვენთება, თუ არადა საქართველო შინ წამოვა და პლეი-ოფში უკრაინა წავა, რომელიც ჯგუფის აუტსაიდერად მოიაზრებოდა, მაგრამ ჩვენ სამართლიანად მოგვიგო.

იტალიასთან შეხვედრაზე რა უნდა ითქვას. ითამაშეს ბიჭებმა, მაგრამ ბოლო მონაკვეთის გარდა, აღარ იგრძნობოდა ის მუხტი, ემოცია და ძალა, რაც ისრაელთან მატჩის დროს. ძნელია 5 ისეთი თამაში გადააბა, სადაც ყველა ფინალივითაა, მთელ ენერგიას და კონცენტრაციას მოითხოვს. არათუ არცერთი იოლი მატჩი, შედარებით მარტივი ეპიზოდიც კი არ გვქონია, ყველა მეოთხედი დაძაბული იყო, ყველასთან უაღრესი ნერვები და ბოლომდე ენერგიის დაცლა დაგვჭირდა. ამას დაუმატეთ ძლიერი მეტოქეები, ბუნებრივი შეცდომები და ლოგიკურიც კი არის, რომ ყველაფერს ვერ მოიგებ.

 

 

საქართელოს კალათბურთელთა ნაკრები კარგი გუნდია, კარგი, მებრძოლი, ჯიგარი ბიჭებით დაკომპლექტებული. სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ მოსაგები თამაშ(ებ)ი ვერ მოვიგეთ და ასე გავირთულეთ მდგომარეობა. მოლოდინი მართლაც მეტი გვქონდა… ეს მოლოდინი ჯერ არ დასრულებულა, უბრალოდ ახლა ის ისრაელის ხელშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები