LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 4,8 %-ით გაიზარდა

71

სტატისტიკის ეროვნული სამსახური წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში და 2017 წლის IV კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,7 პროცენტი შეადგინა.

2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ კი, წინასწარი შეფასებით 4,8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის წინასწარი შეფასებითვე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, ხოლო კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებში.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები 2017 წელს 4%-იან ზრდას ვარაუდობდნენ, მოგვიანებით პროგნოზი 4.5%-მდე გაზარდეს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები