LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკის ზრდამ სავალუტო ფონდის პროგნოზი ვერ გაამართლა

13

სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუარესა. ამის შესახებ ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. წელს ქვეყნის ეკონომიკის რეალური ზრდა შეფასებულია 2.7%-ად და ინფლაცია 2%-ად, ხოლო მომავალ წელს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი 3%-მდე. წინა პროგნოზით, ფონდი წელს 3,4%-იან ზრდას ვარაუდობდა.

“შემცირებული გლობალური ეკონომიკური ზრდის ფონზე, საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა სიმტკიცე და აგრძელებს გაჯანსაღებას საგარეო შოკისგან, თუმცა უფრო ნაკლები ტემპით, ვიდრე ადრე იგეგმებოდა”, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მისიის წევრებმა საქართველოს ხელისუფლებასთან საშუალოვადიანი გეგმები განიხილეს, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ჩათვლით. მათი ცნობით, ხელისუფლება გეგმავს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას, ასევე აპირებს სტრუქტურული რეფორმების ჩატარებას, რათა ხელი შეეწყოს შიდა დანაზოგების ზრდას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკაში ლარის გამოყენების გაფართოებას.

ამასთან, როგორც სავალუტო ფონდში აცხადებენ, ფონდი საქართველოს მთავრობასთან უახლოეს თვეებში თანამშროლობის გაგრძელებას გეგმავს და ქართულ მხარეს ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისთვის მადლობას უხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები