LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ენერგოპოტენციალს 3 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნო

85

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში “ექსპო 2017”, რომლის მთავარი თემა იყო “მომავლის ენერგია“, საზეიმო ვითარებაში დაიხურა.

გამოფენის სტუმრებს და მონაწილეებს მიმართა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა. როგორც ნაზარბაევმა აღნიშნა, წარმატებულად ჩატარებულმა საერთაშორისო გამოფენამ ბიძგი მისცა ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო გაძლიერებას, ასობით ათასი ადამიანი დასაქმდა. „ასტანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა“, – აღნიშნა ნაზარბაევმა.

საერთაშორისო გამოფენა “ექსპო 2017” 10 ივნისს გაიხსნა და 10 სექტემბერს დაიხურა. სამი თვის განმავლობაში, გამოფენის ყველა მონაწილე ქვეყანა საკუთარი პავილიონებით იყო წარმოდგენილი, მათ შორის იყო საქართველოს პავილიონიც, რომელიც დამთვალიერებლებს ქვეყნის ენერგოპოტენციალზე და ქართული კულტურის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

გამოფენაში სულ მონაწილეობა მსოფლიოს 115-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა და 22-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო. “ექსპო 2017”-ზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყანაში შემუშავებული განახლებადი და ალტერნატიული სიახლეები. ორგანიზატორების ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში „ექსპო 2017“ 3 860 000-ზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები