LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 4,7%-ით შემცირდა

80

2018 წლის ივლისში იანვართან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 136,5 მლნ დოლარით, დაახლოებით, 4,7%-ით შემცირდა. საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.4 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 284 მლნ დოლარი ნაღდი უცხოური ვალუტა და დეპოზიტებია.

რაც შეეხება 2018 წლის იანვარს, იმ დროისთვის უცხოური რეზერვების მოცულობა შეადგენდა 2,8 მლრდ დოლარს, საიდანაც 2,2 მლრდ ლარი ფასიან ქაღალდებში იყო განთავსებული, 646 მლნ დოლარი ნაღდი უცხოური ვალუტა და დეპოზიტები იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის 1-ელ აგვისტომდე ეროვნულმა ბანკმა 7 აუქციონი გამართა, სადაც მთლიანად 87 500 000 დოლარი შეისყიდა.

ცნობისათვის, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი – 2.89 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 31 ივლისს არსებული რეზერვების მოცულობა 165 მილიონი აშშ დოლარით ჩამორჩება. ყველაზე მცირე მოცულობის სავალუტო რეზერვები სებ-ს 1995 წელს ჰქონდა, 31 ოქტომბრის მონაცემებით ის მხოლოდ 168,9 მლნ დოლარს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები